მიკროსაფინანსო ორგანიზაცია აგროკრედიტი

 

შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია აგროკრედიტი წარმოადგენს  კომერციულ მიკროსაფინანსო კომპანიას, რომელიც სთავაზობს მიკრო და მცირე სესხებს ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობას, როგორც ფიზიკურ პირებს ასევე ინდივიდუალურ მეწარმეებსა და იურიდიულ პირებს, რომლებიც მოღვაწეობენ სოფლის მეურნეობაში. აგროკრედიტი აგრეთვე სთავაზობს მიკრო და მცირე სესხებს სხვა სექტორებში მოქმედ მეწარმეებს: მცირე წაროება, ვაჭრობა, მომსახურება სხვა ეკონომიკური საქმიანობა.

 

აგროკრედიტი მიზნად ისახავს ორმაგი ამოცანის შესრულებას-ერთის მხრივ მაღალი ოპერაციული და ფინანსური ეფექტიანობის მიღწევას და მეორეს მხრივ, კომპანიის მიერ ჩამოყალიბებული სოციალური ამოცანების შესრულებას.




5-11-2009, 14:21

სიახლე:

 

 

 

ადგილობრივი კაპიტალის მოზიდვის მიზნით შემუშავდა ახალი პროდუქტი– ვადიანი ინვესტიცია. იგი წარმოადგენს სტანდარტულ საკრედიტო კონტრატქს აგროკრედიტთან 3,000 დან 20,000 აშშ დოლარის ოდენობით, ფიქსირებული პროცენტის ყოველთვიურად გადახდით. აღნიშნული კონტრაქტები გარანტირებულია აგროკრედიტის მიერ გაცემული ბიზნეს სესხების მყარი უზრუნველყოფით უძრავი ქონების სახით.  


5-11-2009, 14:20

სიახლე:

 

 

 

PUM (Netherlands)–ის ორი მერძეული ფერმერობის ექსპერტი ეწვია აგროკრედიტს, რომლებმაც მრავალმხრივი ტრეინინგი და კონსულტაცია გაწიეს მერძეული ფერმის მართვის საკითხებში, კერძოდ– საკვები კულტურების მოყვანა, მეწველი ფურის კვება, პირუტყვის შენახვა, საწველი დანადგარები, აგრეთვე ამ ტიპის ბიზნესის საკრედიტო რისკების მართვაში. შემუშავებული იქნა სტანდარტული ბიზნეს–გეგმები მცირე და საშუალო კომერციული მერძეული ფერმებისათვის, რომელიც მოიცავს ფერმაში რძის მაღალი წარმადობის მისაღწევად საჭირო დეტალურ მეთოდოლოგიას.